logo_geo
eng_logo
აშშ-მ ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა
- +

7 აპრილი. 2017. 10:48


ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა. ამერიკამ ცოტა ხნის წინ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.


დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან განხორციელდა.


პენტაგონი ოპერაციის ამსახველ პირველ კადრებს ავრცელებს. ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა.


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, იერიში სწორედ იმ ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner