ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა. ამერიკამ ცოტა ხნის წინ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან განხორციელდა.
პენტაგონი ოპერაციის ამსახველ პირველ კადრებს ავრცელებს. ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, იერიში სწორედ იმ ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო.