აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის განცხადებით, სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმები „პროპორციულია".
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ დარტყმა პროპორციულია, ვინაიდან სამიზნე იყო ობიექტი, რომლიდანაც განხორციელდა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს", - აღნიშნა რექს ტილერსონმა.
ტილერსონმა რუსეთი დაადანაშაულა 2013 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას შეეხება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში, ავიაბაზაზე დარტყმამდე და არც მის შემდეგ აშშ-ს მოსკოვთან კონტაქტი არ ჰქონდა.
„მოსკოვთან, ვლადიმირ პუტინთან კონტაქტი არც დარტყმამდე და არც დარტყმის შემდეგ არ გვქონია", - განაცხადა რექს ტილერსონმა.