logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმები პროპორციულია
- +

7 აპრილი. 2017. 11:26



აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის განცხადებით, სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმები „პროპორციულია".


ჩვენ მივიჩნევთ, რომ დარტყმა პროპორციულია, ვინაიდან სამიზნე იყო ობიექტი, რომლიდანაც განხორციელდა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს", - აღნიშნა რექს ტილერსონმა.


ტილერსონმა რუსეთი დაადანაშაულა 2013 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას შეეხება.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში, ავიაბაზაზე დარტყმამდე და არც მის შემდეგ აშშ-ს მოსკოვთან კონტაქტი არ ჰქონდა.


მოსკოვთან, ვლადიმ პუტინთან კონტაქტი არც დარტყმამდე და არც დარტყმის შემდეგ არ გვქონია", - განაცხადა რექს ტილერსონმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner