logo_geo
eng_logo
გია ნოდია სტუდენტებზე: იმ ველურებმა შიმშილობა რომ გამოაცხადეს, მათი ნება იყო...
- +

1 აპრილი. 2016. 03:37


ესპერტი პოლიტიკის საკითხებში,  გია ნოდია საკუთარ სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რექტორის საქციელი სრულიად გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო იყო.


"ლადო პაპავას გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე აბსოლუტურად მიუღებელია. ის კარგი რექტორი იყო თუ ცუდი, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ველურების ჯგუფმა რომ შიმშილობა გამოაცხადა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ასეთ ვითარებაში გადადგომა უპასუხისმგებლობაა, თუნდაც იმიტომ, რომ შთაბეჭდილებას ქმნი, რომ ველურების ზეწოლას ექვემდებარები. ალბათ, სინამდვილეში რაღაც სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ზეწოლები იყო ამის უკან, მაგრამ არც ესაა გამართლება. როგორც მინიმუმი, პაპავა უნდა გამოვიდეს და კარგად აუხსნას საზოგადოებას, რატომ გადადგა (ოღონდ ის არ თქვას, რომ სამშობლო და ღმერთი თანამდებობაზე მაღალია).

 

ამ კონკრეტული უნივერსიტეტის ავტონომიას და საქართველოში უნივერსიტეტის ავტონომიის იდეას ამ გადაწყვეტილებით სერიოზული ჩრდილი მიადგა. მაგრამ დამნაშავე არის არა მხოლოდ ის, ვინც პაპავაზე ზეწოლას ახდენდა, არამედ პირველ რიგში ლადო პაპავა, რომელიც ზეწოლას დაექვემდებარა",- წერს ნოდია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner