logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: გისურვებთ, რომ სიხარულის და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს
- +

7 აპრილი. 2017. 12:28



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას  მონასტრიდან მიულოცა.


„ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს!

 

ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია  ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს.

 

მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა, მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner