ორგანიზაციის „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების მისამართით მოთხოვნის წერილს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია საერთაშორისო პროექტის ღონისძიებების ფინანსური რესურსების მოძიებისა და ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას სთხოვს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს;
მთავრობის წევრებს:
საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს, ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილს;
საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, ბ-ნ კახა კალაძეს;
საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავას;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბ-ნ მიხეილ ჯანელიძეს;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბ-ნ დავით სერგეენკოს;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, ბ-ნ სოზარ სუბარს;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბ-ნ ლევან დავითაშვილს;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბ-ნ მიხეილ გიორგაძეს;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილს;
საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბ-ნ ლევან იზორიას;
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბ-ნ ზურაბ ალავიძეს;
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი მღებრიშვილს;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ბ-ნ კახა კახიშვილს;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ბ-ნ გიგლა აგულაშვილს;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ-ნ ვიქტორ დოლიძეს;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქ-ნ ქეთევან ციხელაშვილს;
თბილისის მერს, ბ-ნ დავით ნარმანიას;
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს, ბ-ნ გოჩა ზეიკიძეს;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბ-ნ გოჩა ტოკლიკიშვილს;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბ-ნ დავით ჯანიკაშვილს;
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს;
ბატონებო,
გაცნობებთ, რომ ა.წ. 17 მარტს, ჩვენი შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორთან, ბ-ნ გიორგი ხაბელაშვილთან, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ბ-ნ მერაბ მანჯგალაძესა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მრჩეველთან ბ-ნ ზურაბ მჭედლიშვილთან.
სამინისტროს თანამშრომლები საქმის კურსში ჩავაყენეთ შემდეგში: ა.წ. 23 თებერვალსა და 1 მარტს „არგენტინის სახლი საქართველოში" მიერ არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბ-ნ მაურისიო მაკრისა და შესაბამისად, თურქეთში, - არგენტინის რესპუბლიკის საელჩოში, - მინისტრის, ბ-ნ მარსელო აპელანის სახელებზე გაგზავნილი წერილებისა და თანდართული, (საქართველოს სამინისტროების, თბილისის მერიის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის) 2016 წლის წერილების ასლების შესახებ, რომლებშიც ისინი მიესალმებიან საქართველოში, - „არგენტინის სახლის" პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას.
არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია: ჩვენი თხოვნა საქართველოს პრემიერ მინისტრის ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილისადმი, - დაგეგმილი ღონისძიებების მისი პატრონაჟით ჩატარების შესახებ. აგრეთვე, ჩვენსა და საქართველოს ექს-პრემიერ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ, როცა მან თავის მხრივ დახმარების გაწევა დაგვპირდა პროექტის განხორციელების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ „არგენტინის სახლმა საქართველოში" ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ, 2016 წლის 11 იანვარს მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს (წერილის N1-პემ.მინ; - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში რეგისტრაციაში გატარების ნომერია - 703); აგრეთვე, ა.წ 27 თებერვალს „არგენტინის სახლმა საქართველოში" კვლავ მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს (წერილის N11-1. - თანდართული ხარჯთაღრიცხვით), - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში რეგისტრაციაში გატარდა (N6553) 01.03.2017წ.).
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წერილები გაჩერებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და დღემდე რეაგირების გარეშეა (რაც გარკვეულად აფერხებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე - განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების საქმეს).
ჩვენი პროექტი ითვალისწინებს: საქართველოსა და ლათინური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" კავშირის (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი..) ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათვის, - ხელშეწყობასა და რიგი კონკრეტული მსოფლიო და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებას თბილისში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და კახეთის რეგიონის სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2017 წლის აგვისტოში. კერძოდ პროექტი ითვალისწინებს: საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის დარგების განვითარებას; კვებისა და ეკოლოგიურად სუფთა ერთობლივი საწარმოების შექმნას; ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობას; ტურიზმის განვითარებას, კულტურული და სავაჭრო ცენტრების დაარსებას, საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების დაფუძნებას და სხვა. ხოლო, შემდგომ საქართველოს კომერციული მისიისა და კულტურულ-სპორტული ღონისძიებების გამართვას „მერკოსურის" კავშირის ქვეყნებში.
„არგენტინის სახლის" პროექტის მიხედვით, საქართველოსა და „მერკოსურის" კავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხერხემალი და ამ დიდი საქმის სასურველი სტარტის აღების საშუალება იქნება, - ა.წ აგვისტოში გათვალისწინებული „მერკოსურის" ქვეყნების კომერციულ მისიასა და კულტურული ღონისძიებების საზეიმო ცერემონიალთან ერთად, საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება ფეხბურთში, - „პელეს თასზე", - პელეს თანდასწრებით, რომელიც ეძღვნება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას. მოწვეული იქნებიან არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრები გუნდები. ამ ტურნირის 8 ტელერეპორტაჟი გადაიცემა სამხრეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის განვითარებას და ა.შ.
ჯერ კიდევ, 2014 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, ბ-ნმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „მედიანიუსის" კითხვის პასუხად მან შესაბამისი განცხადება გააკეთა: „ვფიქრობ, ოთხთა ტურნირის გამართვაში თანამშრომლობაზე სახელმწიფოს პასუხი დადებითი იქნება - სახელმწიფო საქართველოში ოთხთა ტურნირის ჩატარების ინიციატორებთან ითანამშრომლებს... (კახა კალაძე11.02.2014 16:28)
როგორც ბ-ნმა კალაძემ „მედიანიუსს" განუცხადა, ამგვარი სპორტული ასპარეზობის გამართვა საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია. „ძალიან საინტერესოა, თუკი საქართველოში ამ ტურნირის მოწყობა შესაძლებელი გახდება. ამისათვის დეტალურად იქნება გასავლელი ორგანიზაციული საკითხები, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ გუნდების ჩამოყვანაზე და ა.შ. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე დადებითი პასუხი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიების გამართვა სპორტის, ფეხბურთის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ (კახა კალაძე11.02.2014 16:28).
ტურნირის დღეებში იგეგმება, ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის გახსნა, (2X5მ) - 1965 წელს, მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე გადაღებული ისტორიული ფოტოს მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი. ამ ძეგლის გახსნისა და ტურნირის მატჩებზე დასასწრებად თბილისში მოწვეულნი იქნებიან: ბრაზილიიდან - ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ -პელე (ბრაზილიიდან შესაძლებელი იქნება ხელისუფლების მაღალი დონის სტუმრების მოწვევა), მოსკოვიდან- ანზორ კავაზაშვილი, აფხაზეთიდან - გიორგი სიჭინავა, ევროპიდან - ფიფასა და უეფას წარმომადგენლები და სხვები.
არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი, ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ა.წ. 10 მარტს, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ მიერ განხილულ იქნა ეს საკითხი და წერილი გადაეგზავნა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ჩვენი საკითხი ასევე იხილება ბრაზილიის პერნამბუკოს შტატის მთავრობაში. ჩვენი პარტნიორების ინფორმაციით, ისინი დაინტერესდნენ ჩვენი პროექტით, - საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე სხვადასხვა სფეროში და გამოთქვეს სურვილი ადგილზე გაეცნონ ვითარებას. აგრეთვე გვაცნობეს, რომ ა.წ. მაისში იგეგემება ევროკავშირის 23 ელჩის ვიზიტი ბრაზილიაში მათი შტატის ხელმძღვანელობასთან.
ბატონებო, რამდენადაც პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და მსგავს ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობას იღებს არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტი (მაგალითად, ა.წ. 23 თებერვალს ქ. მადრიდში არგენტინის კომერციულ ფორუმს სტუმრობდა მისი აღმატებულება, ბატონი მაურისიო მაკრი). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი უშუალო კონტაქტებით (რომლებიც დამყარებული გვაქვს 1991 წლიდან არგენტინის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან) შესაძლებელი იქნება არგენტინის ეკონომიკური ფორუმისა და კულტურულ-სპორტულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ესტუმროს არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნ მაურისო მაკრი.
ხაზგასმით კვლავ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი არგენტინელი და ბრაზილიელი პარტნიორების სურვილია, ა.წ. აპრილის მეორე ნახევარში (ჩვენი პროექტის თანახმად) ადგილზე გაეცნონ სოფლის მეურნეობის დარგების, ენერგეტიკის, ტურიზმის, ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საფეხბურთო სკოლების დაფუძნების საკითხებს. ამ ვიზიტის განხორციელებისას მოხდება პროექტის პრეზენტაცია.
ზემოაღნიშული საერთაშორისო დონის პროექტის ღონისძიებების ფინანსური რესურსების მოძიებისა და ორგანიზებისათვის, ვითხოვთ საქართველოს მთავრობის წევრთა კონკრეტულ მხარდაჭერასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით განხორციელებას. მთლიანი ხარჯთაღრიცხვა სავარაუდოდ შეადგენს სულ: 2 109 484 აშშ დოლარს. აქედან, პირველ რიგში - ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებისა და პროექტის პრეზენტაციისათვის, აგრეთვე არგენტინა - ბრაზილია-ურუგვაის ქვეყნების პარტნიორების მოწვევისათვის საჭიროა, 150 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) მოძიება. აღსანიშნავია, რომ გაწეული ხარჯის გარკვეულ ნაწილს დაფარავს ტურნირის მატჩებისა და კულტურული ღონისძიებებიდან შემოსული თანხები", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში.