საუდის არაბეთის სამთავრობო ჟურნალში საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საუდის არაბეთის სამთავრობო ჟურნალ „ალნაკლ ვა ალმუვასალათ"-ში, აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მორიგი სტატია ელჩის ინტერვიუზე დაყრდნობით:
„VOGUE: საქართველო - საუკეთესო ტურისტული მიმართულება მსოფლიოში, ომანი -მეორეა", რომელიც ეხება საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალს.