„მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
„გამოსვლის სამწუხარო დასაწყისი იყო. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა, მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა, მათ შორის ის სისტემური რეფორმები და ინდექსები, რომლითაც საქართველო ლიდერი ქვეყანაა. მე ძალიან დამაფიქრა იმან, რომ პრეზიდენტი მოგვიწოდებს დიალოგისკენ, რომ ჩვენ ვართ ჩაკეტილი უმრავლესობა, რაც არ არის ობიექტური განცხადება. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ყველას, მათ შორის მის წარმომადგენლებს. თავის გამოსვლაში მან უსაფრთხოების მიმართულებებზე ორიოდე ფრაზა თქვა, სამწუხაროდ, როდესაც ის საუბრობდა რეფორმებზე, მათ შორის განათლების. მას დაავიწყდა თქმა, რომ ჩვენ სკოლამდელი განათლების ძალიან სერიოზული რეფორმა მივიღეთ, მას არც ამაზე უსაუბრია. მისი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისი რომ ამოიღოთ და კიდევ ერთხელ ნახოთ, ის არის სრულიად შესატყვისი ჩემი ამ შეფასებისა. ეს არ იყო დიალოგის ფორმა, ეს ბრალდებების ფორმაა. ჩვენ გვექნება ბევრი კონტრარგუმენტი, ვისაუბრებთ ფაქტებით და ამაზე საუბარი ჩვენს გამოსვლებში გვექნება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.