logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მთელი მსოფლიო განსაცდელშია
- +

7 აპრილი. 2017. 13:55



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ხარების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


როდესაც ჩვენ ვამბობთ ჩვენთან არს ღმერთი" ყოველი მორწმუნე ადამიანი გრძნობს, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ეს რომ ასე არ იყოს, ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ განსაცდელს, იმ ტანჯვას, რომელიც მოუვლინა. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ უფალი მასთან არის, ყველაფერი ადვილად დასაძლევია. დღეს ჩვენ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ, ხარებობას. ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს არის უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, იმდენად დიდია ეს დღესასწაული, ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს ამ დღეს თავისთვის. სიხარული, სიყვარული ჩაქსოვილია ამ დღესასწაულში", - განაცხადა პატრიარქმა.


უწმინდესის თქმით, ხარების დღესასწაულის აღნიშვნა უძველესია. ებრაელები როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ „გიხაროდენ".


ანგელოზი გაბრიელი ამ დღეს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა". შევთხოვთ უფალს წყალობა და სიხარული არ მოაკლდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს. წყალობა და სიხარული აუცილებელია ჩვენთვის, რადგან მრავალი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს და მთელს მსოფლიოს. უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო განსაცდელშია. წყალობა ღვთისა და სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა", - ბრძანა უწმინდესმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner