„მას ასეთი განცხადების გაკეთების არანაირი საფუძველი არ აქვს", - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ პრეზიდენტის მოხსენება არ იყო ღრმა. მოგეხსენებათ, რომ ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლება, არც საკანონმდებლო, ის ერთგვარი არბიტრის როლს უნდა ასრულებდეს, შესაბამისად, მისი მოხსენებაც უნდა ყოფილიყო ზოგად მიმოხილვაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. მიმაჩნია, რომ არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც გიორგი მარგველაშვილს მეტი სიფრთხილე მართებს, მაგალითად: როდესაც ის ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კრიზისია - არის ტყუილი და არაობიექტური. ის უნდა მოერიდოს ასეთ განცხადებებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას ასეთი განცხადების გაკეთების არანაირი საფუძველი არ აქვს. ასეთი განცხადებები აზიანებს სასამართლო სისტემას და ზოგადად სასამართლოს სისტემისადმი ნდობას, მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევა საპირისპიროს ადასტურებს. ზოგადად მომეჩვენა, რომ მისი სურვილი იყო, რომ ყოფილიყო უფრო მეტად კრიტიკული", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.