logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზე პასუხისმგებლობას ასადს აკისრებენ
- +

7 აპრილი. 2017. 15:10



საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის მიერ სირიაში შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ეხმაურებიან.

 

პრეზიდენტმა და კანცლერმა დღეს სატელეფონო საუბრისას სირიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

4 აპრილს ჰან-შეიჰუნში განხორციელებული ქიმიური ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებული იყო ბაზა, რომელსაც სირიის რეჟიმი ქიმიური იარაღით შეტევებისთვის იყენებდა. ჩვენ აღნიშნულის შესახებ წინასწარ ინფორმირებულნი ვიყავით", - აღნიშნულია განცხადებაში.


ოლანდისა და მერკელის ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „აღნიშნულთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ასადს ეკისრება".


ასადის მიერ ქიმიური იარაღის მუდმივად გამოყენება არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ზუსტად ეს მოითხოვა საფრანგეთმა 2013 წელს ღუთაში ქიმიური იარაღით შეტევის შემდეგ. საფრანგეთი და გერმანია პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ მუშაობას, რათა გაერო- ფარგლებში სათანადოდ მოხდეს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სანქციის დაწესება", - ნათქვამია ოლანდისა და მერკელის განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner