logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა სირიაში არსებული სიტუაცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა
- +

7 აპრილი. 2017. 16:21



რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად სირიაში არსებული სიტუაცია განიხილა.

 

აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სირიაში არსებული სიტუაციის დეტალური განხილვა შედგა.  ვაშინგტონის ქმედებები კიდევ ერთხელ კვალიფიცირებული იყო როგორც აგრესია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ღრმა აღშფოთება გამოთქვეს მსგავსი აგრესიული ქმედებების გარდაუვალი შედეგების გამო".


ასევე მწუხარება გამოთქვეს იმ ზიანის გამო, რომელიც რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს მიადგება. სხდომაზე ასევე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რაც რუსეთის მიერ სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას უკავშირდება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner