logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: პატიმრებს ციხეში გატარებული ერთი დღე ორად უნდა ჩათვლოდათ, ისეთ პირობებში იყვნენ „ნაციონალების“ ციხეებში
- +

19 თებერვალი. 2016. 10:31


„პატიმრებს ციხეში გატარებული ერთი დღე ორად უნდა ჩათვლოდათ, ისეთ პირობებში იყვნენ „ნაციონალების" ციხეებში", - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა. ოთხმეზური მიიჩნევს, რომ ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან პატიმრების ამნისტია გამართლებული ქმედება იყო.

 

„ხალხი ციხეებში გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფისგან საშინლად დათრგუნვილები იყვნენ. ამ ხალხს ერთ მეოთხედი ჩამოაჭრეს და ამიტომ ბევრს მოუწია ციხიდან გამოსვლა. ზოგს „უდო" ეკუთვნოდა, ზოგი პოლიტპატიმარი იყო. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ამ ადამიანებს ციხეში გატარებული ერთი დღე ორად უნდა ჩათვლოდათ, ისეთ პირობებში იყვნენ „ნაციონალების" ციხეებში", - განაცხადა ოთხმეზურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner