logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია პრეზიდენტსა და ოპოზიციას: დაუჭირეთ მხარი ქვეყნის ახალ შესაძლებლობებს!
- +

7 აპრილი. 2017. 17:43


 

 

„ჩვენ გვსურს, ქვეყნის მოქალაქეებმა შეასრულონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შენებაში. ისინი უნდა იყვნენ მწარმოებლები, ამომრჩევლები, მომხმარებლები, ინვესტორები თუ მმართველები..." - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.


„ჩვენი გუნდის ამოცანაა, წვლილი შევიტანოთ ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, სადაც მთავარი იქნება არა პარლამენტარი, მინისტრი ან პრეზიდენტი, არამედ მთავარი პერსონა - ამ ქვეყნის მოქალაქე იქნება. ჩვენ გვსურს, ქვეყნის მოქალაქეებმა შეასრულონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შენებაში. ისინი უნდა იყვნენ მწარმოებლები, ამომრჩევლები, მომხმარებლები, ინვესტორები თუ მმართველები. ამიტომ, ამ მიდგომებს მიესალმეთ, დაუჭირეთ მხარი განათლების რეფორმას, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ წარმატებაში, მოქალაქეებზე ზრუნვის პოლიტიკას, ხელისუფლების მიერ პრობლემების არა მიჩქმალვის, არამედ აღიარების და მათი მოგვარებისთვის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მხარი დაუჭირეთ საქართველოს, სადაც უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ევროპას და გაუღიმეთ ახალი შესაძლებლობებით მოტივირებულ მოქალაქეებს, დაუჭირეთ მხარი ქვეყნის ახალ შესაძლებლობებს, იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა გახარებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner