logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისიდან 30 კმ-ში არ იქნებოდნენ რუსული ტანკები
- +

7 აპრილი. 2017. 17:54



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის გამოსვლაზე ისაუბრა. გოგიჩაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა და აღნიშნა, დღეს ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, რომ არა მათი მმართველობა.


„ჩვენი ოპონენტების გამოსვლების ძირითადი საკითხი ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა გაგითენათ შავი დღე, რომელიც არ მთავრდება და არ დამთავრდება არასდროს ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად ამ ქვეყანაში გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ეს სულ ასე იქნება.

 

ჩვენ ყოველთვის გვახსენდება ის პრობლემები და რეალობა, რა რეალობაშიც  „ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანა ჩააგდო. რომ არა ეს ადამიანები, დღეს ამ ქვეყანაში იქნებოდა სხვა სიტუაცია, რომ არა ეს ადამიანები, თბილისიდან 30 კმ-ში არ იქნებოდნენ რუსული ტანკები. რომ არა ეს ადამიანები, საქართველოში ყველა მშვიდად იცხოვრებდა. დღეს საქართველო იქნებოდა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე ჩვენ დღეს ვიმყოფებით", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner