logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამომრჩევლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა
- +

7 აპრილი. 2017. 18:20



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დღეს ამომრჩევლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ყურადღება მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა და სკოლამდელი განათლების, კულტურული ღონისძიებებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ვრცლად ისაუბრა.


1 წლის შემაჯამებელ ანგარიშში მერაბ ჭანუყვაძემ გასული წლების ანალიზი გააკეთა და იმ სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ვადაში განახორციელებს. გამგებლის განმარტებით სამომავლოდ განსახორცილებელ პროექტებში პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობას და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭება. საანგარიშო პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები, ამომრჩევლები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


„ოზურგეთი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია თავისი პოტენციალით. მინდა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოვხატო წლის შემაჯამებელი ანგარიშის თაობაზე. მერაბ ჭანუყვაძე ყოველთვის მზად არის იდგეს ადამიანების გვერდით და მივესალმები მის ინიციატივას, რომ ყველა სოფელში მოსახლეობასთან გაიმართოს შეხვედრები. ჩვენ კოორდინირებული მუშაობით მაქსიმალურად შევეცდებით, ადგილობრივების პრობლემა მოვაგვაროთ", - მიმართა გია სალუქვაძემ შეხვედრის დასარულს დამსწრე აუდიტორიას.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner