შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტეფან ლოფენის განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაც დღეს მოხდა, ტერორისტული აქტია.
სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.