სტოკჰოლმის პოლიციამ დღევანდელ შემთხვევაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავა.
„შვედეთის რადიოს" ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ხუთ ადამიანს შეადგენს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ სამი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.
დღეს სტოკჰოლმში ხალხში სატვირთო ავტომანქა შევარდა. სამართალდამცველები არ ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ მართავდა სატვირთო მანქანას.