„ბანკი ქართუ" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ბანკი ქართუ" გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. 6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნ.წიკლაურმა და გ.ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა.
„ბანკი ქართუ" მოითხოვს 10 000-ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას „ბანკი ქართუ" გადაურიცხავს „სოლიდარობის ფონდს", - ნათქვამია განცხადებაში.