logo_geo
eng_logo
„ბანკმა ქართუმ“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
- +

7 აპრილი. 2017. 19:00



„ბანკი ქართუ" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბანკი ქართუ" გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. 6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნ.წიკლაურმა და გ.ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა.

 

„ბანკი ქართუ" მოითხოვს 10 000-ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას „ბანკი ქართუ"  გადაურიცხავს „სოლიდარობის ფონდს", - ნათქვამია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner