logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილს: დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ
- +

7 აპრილი. 2017. 19:07


 

„სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, არამედ იყო  და ჩვენ ის ამ კრიზისიდან გამოვიყვანეთ", -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.

 

„მოგმართავთ, ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი და დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ გახსნილი, დიალოგისა და მეტი დემოკრატიის, მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმისთვის მზაობის მქონე კოლეგების და კომიტეტის სახელით.  როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ, ან ეს მოწოდება ხდება ისეთივე ფორმალური, როგორც წინასწარ დაანონსებული ვეტოს ფონზე, მოდი, დავილაპარაკოთ, როგორ დავადოთ ხვალ ვეტო, განსაკუთრებით ისეთ კანონებს, რომელიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების მატარებელ სისტემურ ხედვასა და კანონმდებლობას ეხება. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ამ გამოსვლაში მოგვესმინა, რომ სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, არამედ სასამართლო იყო კრიზისში და ჩვენ ის ამ კრიზისიდან გამოვიყვანეთ. იყო მოწოდება, რომ მოვუსმინოთ სახალხო დამცველს. მე ველოდი, რომ თქვენ აღნიშნავდით იმას, რომ  2013 წელს პირველად ჩვენ მივიღეთ პარლამენტში დადგენილება, სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე. პარლამენტში კონტროლის და ანგარიშვალდებულების სტანდარტი, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტი და ამას მაგალითად იყენებენ თუნდაც ევროპული ქვეყნები. ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური პრინციპების დაცვა, ინსტიტუციების პატივისცემა და ასეთივე პატივისცემას იმსახურებს პარლამენტი. დიახ, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას და ასევე პატივს უნდა სცემდეს საკანონმდებლო ორგანოს", -აღნიშნა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner