logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: „ქართული ოცნების“ გუნდმა 2012 წელს ქვეყანას შესთავაზა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი
- +

7 აპრილი. 2017. 19:23



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა პარლამენტში გამართულ დებატებზე ხელისუფლების იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა საქართველოს.


„ქართული ოცნების" გუნდმა 2012 წელს ქვეყანას შესთავაზა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებული იყო ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაზე, ასევე ახალგაზრდა დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, რომელმაც უკვე მოგვიტანა ისტორიული შედეგები და საერთაშორისო აღიარება.

 

საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვიზა-ლიბერალიზაცია, რომელსაც ევროპარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ასოცირების ხელშეკრულება და 28 ქვეყნის მასშტაბით 500 მილიონიანი ბაზრის გახსნა. საქართველოს პროგრესი დემოკრატიის, ბიზნესის თავისუფლების, არჩევნების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აღიარებულია გაეროს სააგენტოების, ევროსაბჭოს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, Freedom House-ის, British Foundation-ის და სხვა ანგარიშებში.

 

საქართველოს წარმატების აღიარება საერთაშორისო დონეზე მოხდა მიუხედავად ოპონენტების პერმანენტული მცდელობისა, რომ დაჩრდილულიყო ქვეყნის რეალური პროგრესი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მხოლოდ მიესალმება ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner