logo_geo
eng_logo
ივანკა ტრამპი: ვამაყობ მამაჩემით, რომელმაც უარი თქვა, შეგუებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ საზარელ დანაშაულს
- +

7 აპრილი. 2017. 21:24



აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპი მამით ამაყობს, რომელიც არ შეეგუა კაცობრიობის წინააღმდეგ საზარელ დანაშაულს.


„დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რთული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. ვამაყობ მამაჩემით, რომელმაც უარი თქვა, შეგუებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ამ საზარელ დანაშაულს", - წერს ივანკა ტრამპმი twitter -ზე.


აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 „ტომოჰავკის" ტიპის შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა. ვაშინგტონმა იერიში სირიაზე მას შემდეგ მიიტანა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner