7 აპრილს ღამით, წერეთლის გამზირზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი არ მიმალულა.