logo_geo
eng_logo
წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი დაეჯახა
- +

7 აპრილი. 2017. 21:26



წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს „თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი გზის სავალ ნაწილზე ფეხით გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.


მომხდარი ავარიის გამო წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.


როგორც „ინტერპრესნიუსსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციითვე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner