logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონთან „ცხელი ხაზის“ მუშაობა შეწყვიტა
- +

8 აპრილი. 2017. 00:10



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამხედრო-დიპლომატიური არხებით პენტაგონს ნოტა გაუგზავნა „ცხელი ხაზის" არხის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.


მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს მოსკოვში ამერიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, რომელსაც გადაეცა ნოტა 8 აპრილის 00:00 საათიდან რუსეთის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის სირიაში ოპერაციის მსვლელობისას ავიაციის ფრენის უსაფრთხოების და ინციდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების შეჩერებასთან დაკავშირებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner