რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამხედრო-დიპლომატიური არხებით პენტაგონს ნოტა გაუგზავნა „ცხელი ხაზის" არხის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს მოსკოვში ამერიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, რომელსაც გადაეცა ნოტა 8 აპრილის 00:00 საათიდან რუსეთის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის სირიაში ოპერაციის მსვლელობისას ავიაციის ფრენის უსაფრთხოების და ინციდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების შეჩერებასთან დაკავშირებით.