logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით
- +

8 აპრილი. 2017. 11:08




აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკის ადმინისტრაცია იმედგაცრუებულია რუსეთის რეაქციით აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოფიციალური პირების კომენტარზე, რომ აშშ-ის ქმედება „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას წარმოადგენს".


მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით, ვინაიდან, ეს პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აგრძელებენ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას. ახლა აშშ ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორი იქნება სირიის პასუხი.", - განაცხადა რექს ტილერსონმა.


გუშინ აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა „ტომოჰავკის" ტიპის შორი რადიუსის მოქმედების 59 რაკეტა გამოიყენა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner