შვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428.
„საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სტოკჰოლმში გუშინ, ხალხში სატვირთო ავტომანქანა შევარდა.