logo_geo
eng_logo
პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი გარდაიცვალა
- +

8 აპრილი. 2017. 11:59



77 წლის ასაკში  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი გარდაიცვალა.



თენგის კიკაჩეიშვილი დაიბადა 1940 წელს, თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.


1987 წლიდან დღემდე იყო თსუ-ს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. თენგიზ კიკაჩეიშვილი 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის ავტორი იყო. პროფესორი მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მონაწილეობდა. 2004 წლიდან თენგიზ კიკაჩეიშვილი საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


თენგიზ კიკაჩეიშვილს 11 აპრილს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსის ეზოში მდებარე ტაძრიდან გამოასვენებენ.


თენგიზ კიკაჩეიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანაშვიდები 9 აპრილს, კვირას და 10 აპრილს, ორშაბათს 17:00 საათიდან იქნება. მისამართი: ვიქტორ დოლიძის ქუჩა, მე-17 კორპუსი, მეორე სადარბაზო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner