ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჰოდა, ასე... კარგ ხასიათზე ვარ...
ბანკი „ქართუ" გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. 6 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ნ.წიკლაურმა გ.ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა. „ბანკი ქართუ" მოითხოვს 10 000-ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას „ბანკი ქართუ" გადაურიცხავს „სოლიდარობის ფონდს", - წერს მენაბდიშვილი.