logo_geo
eng_logo
სამტრედიაში 79 დევნილი ოჯახისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
- +

8 აპრილი. 2017. 12:26



დევნილთა და განსახლების სამინისტრო სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც  79 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  


აღნიშნული შენობა 79 დევნილ ოჯახს 2013 წლის დასაწყისში გადაეცა. სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო შენობა დაზიანდა და დღის წესრიგში მისი ხელახალი რეაბილიტაციის საკითხი დადგა. 


სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ღირებულება 2 292 748  ლარს შეადგენს.   რეაბილიტაციის პერიოდში, სამინისტრო დევნილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner