logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილი: ასადს ეგონა, პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან...
- +

8 აპრილი. 2017. 13:37



გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ სირიის საკითხზე გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ მზად არის, უფრო მეტი გააკეთოს.


აშშ- მოზომილი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ გახდება. დროა, ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა შეაჩერონ ის საშინელება, რაც სირიაში ხდება და მოვითხოვოთ პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ასადის რეჟიმი წესიერების ხაზს კვეთდა, რუსეთი მას გვერდზე ედგა. რუსეთს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრი ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ეგონა, პასუხს არავინ მოსთხოვდა. ვინაიდან იცის, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს. ეს მოცემულობა გუშინ ღამე შეიცვალა", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა აშშ-ის მიერ სირიაში სამხედრო ობიექტის დაბომბვასთან დაკავშირებით გაიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner