აშშ სირიისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციები იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის საპასუხო ქმედება იქნება.
ახლო მომავალში აშშ-ის ხელისუფლება დააკონკრეტებს, თუ რა სახის იქნება სანქციის ზომები.
შეგახსენებთ, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ-შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მ ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და შორი რადიუსის 59 რაკეტა გამოიყენა.