logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

8 აპრილი. 2017. 13:58



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში გამწვანების აქცია გაიმართა.


აქციის ფარგლებში რუსთავის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რაც დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. რუსთავის ნაგავსაყრელის პარალელურად ხეები დაირგო მარნეულის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზეც.


აქციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილიც შეუერთდა.


რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ჯამში 520 ძირი ალვისა და კვიპაროსის ხე დაირგო.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner