უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ „რუსთავი 2"-ის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა კითხვა მისგან დარჩება უპასუხოდ.
„რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით დიდმა პალატამ, ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, დასაბუთებული და მოტივირებული, გავუგზავნეთ მხარეებს. განვათავსეთ განმარტებები უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე. სხვა ყველა საკითხი არის ექსპერტების თემა და მხარეების გადასაწყვეტი. ყველა სხვა კითხვა ჩემგან დარჩება უპასუხოდ, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა საკითხზე პასუხი გაცემული გვაქვს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.