სტოკჰოლმის პოლიციამ სატვირთო მანქანის დათვალიერებისას, რომლითაც ტერორისტმა ქალაქის ცენტრში ხალხს გადაუარა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.
სტოკჰოლმის პოლიცია ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს.
შვედეთის დედაქალაქში დროტნინგატანის ქუჩა ამ დრომდე დაკეტილი აქვს პოლიციას.
გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, სატვირთო ავტომობილი ხალხმრავალ ადგილზე შევარდა და იქ მყოფთ გადაუარა. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.