თბილისი პარკინგის პრობლემას მუდამ აწყდება. ამ საკითხის გადაჭრისთვის მრავალსართულიანი პარკინგის აშენება გადაწყდა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სპეციალისტები ჯერჯერობით მათ 10 ადგილას განათავსებენ.
ესენია:
ცენტრალური რკინიგზის სადგური
პუშკინის ქუჩა
ფილარმონია
თბილისის მერია
მეტრო „მარჯანიშვილი"
მეტრო „ვარკეთილი"
მეტრო „ისანი"
გეგეშიძის ბაღი
გულუას მოედანი
„დინამოს" სტადიონი
ადგილები საკონსულტაციო ცენტრის PCW-ს გამოკითხვებით შეირჩა. 9 მათგანი მიწის ქვეშ აიგება, მხოლოდ მერიის ტერიტორიაზე აშენდება მიწის ზევით.
თბილისის მერი გვპირდება, რომ მწვანე ლანდშაფტი და ქალაქის გარეგნული იერსახე შენარჩუნდება.
ამასთან City Park-თან არსებული კონტრაქტიც უცვლელი დარჩება.
წაყარო - okmagazine.ge