ლოპოტას ტბასთან მდებარე ორსართულიან ხის კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უწყების ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ დაახლოებით, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და, ამ დროისათვის, ცეცხლი ლოკალიზებულია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია ზარალის შესახებ. კადრები შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.