logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: „ქართულ ოცნებას“ მაინც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს!
- +

1 აპრილი. 2016. 04:20


ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას შეფასებით, „რესპუბლიკურ პარტია" ცალკე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუმცა მას მაჟორიტარულ არჩევნებში, ცალკეული პიროვნებების მეშვეობით, გამარჯვების მიღწევა შეუძლია.


ბიგვავას განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, „რესპუბლიკურ პარტიას" და კოლიციაში შემავალ არც ერთ პარტიას „ქართული ოცნების" გარდა, ჯერჯერობით, იმხელა რეიტინგი არ აქვთ, რომ წარმატებას მიაღწიონ.


რესპუბლიკელები" ინტელექტუალური პარტიაა, ინდივიდუალურად, საინტერესოდ გამოიყურებიან, ამიტომ, როგორც მაჟორიტარებმა, მათ შეიძლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებასაც მიაღწიონ, მით უმეტეს, თუ ისინი "ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებენ და მეგობრობას გააგრძელებენ. „ქართულ ოცნებას" კი იმ ფონზე, რომ საქართველოში პარტიების მიმართ საზოგადოებას ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს, მაინც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს",- განაცხადა "პირWელთან" საუბრისას ზურაბ ბიგვავამ.

 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ 2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან" ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ.


აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.  


ამას წინ უძღოდა "რესპუბლიკელების" განცხადება, რომ ისინი დამოუკიდებლად ემზადებიან არჩევნებისთვის.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner