იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს. მოსამართლეთა კონფერენციამ აღნიშნულ პოზიციებზე გიორგი მიქაუტაძე და რევაზ ნადარაია აირჩია.
გიორგი მიქაუტაძემ არჩევნებში 196 ხმა, რევაზ ნადარაიამ კი 195 ხმა მიიღო.
გიორგი მიქაუტაძემ და რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პაატა სილაგაძე და ილონა თოდუა ჩაანაცვლეს.