logo_geo
eng_logo
შს სამინისტროს გუნდი საფეხბურთო ტურნირის „NATO-ს თასი 2017“ ჩემპიონი გახდა
- +

8 აპრილი. 2017. 17:32



შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირში - „NATO-ს თასი 2017" გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი, NATO-ს დღეების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


ტურნირი 4-დან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დიღომში მდებარე ოლიმპიურ ქალაქში მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობდა.


შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი ფინალურ შეხვედრაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.


შსს-ს გუნდს „NATO-ს თასი" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.


გამარჯვებულებს სოფლის მეურნობის სამინისტრომ საჩუქრად ქართული წარმოების ღვინო გადასცა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner