logo_geo
eng_logo
სირიაში კიდევ ერთი ქიმიური თავდასხმა განხორციელდა
- +

8 აპრილი. 2017. 19:37



გერმანელი ჟურნალისტის ჯულიან რიოპკეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ქალაქ ლატამინახში ძლიერი ქიმიური თავდასხმა მოხდა. დაიღუპა დაახლოებით 3 ადამიანი, 25 დაშავდა.


ტელეკომპანია CNN თავდასხმის შედეგად 1 დაღუპულის შესახებ წერს.


შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20-მდე ბავშვი. ექიმები, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მკურნალობენ, ამბობდნენ, რომ პაციენტთა სიმპტომების მიხედვით, სავარაუდოდ, დავდასხმისას ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება „ზარინი" იქნა გამოყენებული.


საპასუხოდ, გუშინ, გამთენიისას აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 59 ფრთოსანი რაკეტით მიიტანა იერიში ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების სამხედრო აეროდრომზე, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. შედეგად განადგურდა სამხედრო ავიაცია და ინფრასტრუქტურა. მომხდარი სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა მოსკოვმა. თურქეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ადეკვატური უწოდეს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner