უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ NATO-სთან კიევის თანამშრომლობის 2017 წლის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
დოკუმენტი ითვალისწინებს რეფორმების გატარებას თავდაცვისა დაუსაფრთხოების სფეროში, სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარებას, კორუფციასთან ბრძოლასა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რეფორმის მიზანი უკრაინის NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებაა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის რეალიზაცია პირდაპირ კავშირშია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიარებასა და რუსეთის მხრიდან მზარდის აგრესიის შეჩერებასთან.