logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკომ NATO-სთან თანამშრომლობის გეგმა დაამტკიცა
- +

8 აპრილი. 2017. 21:05


 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ NATO-სთან კიევის თანამშრომლობის 2017 წლის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.


დოკუმენტი ითვალისწინებს რეფორმების გატარებას თავდაცვისა დაუსაფრთხოების სფეროში, სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარებას, კორუფციასთან ბრძოლასა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას.


როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რეფორმის მიზანი უკრაინის NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებაა.


მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის რეალიზაცია პირდაპირ კავშირშია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიარებასა და რუსეთის მხრიდან მზარდის აგრესიის შეჩერებასთან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner