სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცავებმა დაზარალებულად ცნეს.
თურქეთში წინასწარი მოსმენა გაიმართა და დაზარალებულს თურქეთის ტერიტორიის დატოვების უფლება მიეცა.
თურქი სამართალდამცავი კი, არაოფიციალური ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს, საგამოძიებო სამუშაოები მისი ბრალეულობის დასადგენად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სარფის საბაჟოზე გუშინ დილით მოხდა. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში დაზარალებულის ახლობლები ადანაშაულებდნენ.