ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
„ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ატაცში 217 კილოგრამი დასძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში კი ტალახაძემ 250 კგ აწია და საერთო ჯამში 467 კილოგრამის დაძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა", - განაცხადეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში