logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
- +

8 აპრილი. 2017. 21:01




პოლიტოლოგივახტანგ ძაბირაძე „რეპორტიორთან" საუბარში სანკტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტსგამოეხმაურა და საქართველოსთვის მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობა შეაფასა.


ვახტანგ ძაბირაძე ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც.

 

- თქვენი აზრით, რას უკავშირდება სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტი და რამდენად გვემუქრება საფრთხე ჩვენ?

 

- პირველ რიგში, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო რუს ხალხსა და დაღუპულთა ახლობლებს. საშინელებაა, რაც მოხდა. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტერაქტი ყოველდღიურობის თამდევი გახდა. რუსეთში ტერაქტი ადრეც მომხდარა, რომელიც სამწუხაროდ, უფრო მასშტაბური და ტრაგიკული იყო.როგორც გაირკვა, დამნაშავე არის რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ყირგიზეთიდან. ვარაუდობენ, რომ ის კავშირში იყო ისლამისტურ დაჯგუფებებთან. რუსეთში შემოვიდა იმპორტირებული ტერაქტი, ისეთივე როგორიც მოხდა პარიზში, ბრიუსელში და ა.შ. სივრცე ნელ-ნელა ერთიანი ხდება. ამ კონტექსტში ჩვენი ადგილმდებარეობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცით, რუსეთის ეს მოქალაქე რამდენად ფუნდამენტალისტი იყო. ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარედა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არის სხვა  აღმსარებლობის, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ამას ერთვის ისიც, რომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან.შესაძლოა, რომ ჯერჯერობით, პირდაპირ ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რაღაც გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს, უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, თუ სადმე რაიმე ასეთი განზრახვა გამოვლინდა.


- ძალაში შევიდა  ვიზა-ლიბერალიზაცია. თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ მოვლენას და რამდენად რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში დარჩენა მოინდომონ?


-თავისთავად ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ არა, რომ სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება მკვეთრად. ჩვენი მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო ახლოს გაიცნობს ევროპას და ის ფობიები, რაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ევროპელების მიმართ არის, რაც თითქოს ქართულ ტრადიციებს ემუქრება, უბრალოდ მოიხსნება და ნახავენ ისეთ ევროპას, როგორიც სინამდვილეშია. განათლების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია და სამოგზაუროდ და ევროპის გასაცნობად.


იყო იმისმოლოდინი, რომ როგორც კი ვიზა-ლიბერალიზაცია შევიდოდა ძალაში, დიდი ტალღა მიაწყდებოდა დასავლეთს. საინტერესოასტატისტიკური მონაცემებივიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ, თუ  რამდენად შეიცვალა წამსვლელთა რაოდენობა.არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანასდაცლა ემუქრებოდეს. გვინდა თუ არა, მაინც მიჯაჭვული ვართ საკუთარ მიწას, აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი თქვას თავის ქვეყანაში ცხოვრებაზე და სხვა მხარე აირჩიოს. გარდა ამისა, ვიზა-ლიბერალიზაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩახვიდე ევროპაში და იმუშაო. გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაბრუნდე. ჩვენ ადაპტირებას მიჩვეული ერი ვართ და შევძლებთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენთვის საკმაოდ მომგებიანად გამოვიყენოთ.

 

-ძალიან  დიდი ხმაური მოჰყვა  გარევაჭრობის აკრძალვას...

 

-ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ გარევაჭრობა ისეთი სქემით, როგორითაც არსებობს, პრობლემებს ქმნის.მეორე მხრივ, ყოველი ხელისუფლება აკეთებს ერთსა და იმავეს:„თქვენ ახლა წახვალთ აქედან, შეხვალთ ბაზარში, იქ ჩვენ 6 თვე რაღაცას მოგეხმარებით და მერე მიხედეთ თქვენს თავს". როგორც ჩანს, ეს გამოსავალი არაა.საკითხს ძალიან კარგად შესწავლა სჭირდება.არ მგონია, გარემოვაჭრეებს ეხალისებოდეთ ქუჩაში დგომა და ვაჭრობა, ისინი გარეთ გაჭირვებამ გამოიყვანა, დააკვირდით, რა კატეგორიის ხალხი დგას გარეთ.ძირითადადეს საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები არიან, რომლებსაც სამუშაოს შოვნის პერსპექტივა არ აქვთ. ვინმემ დათვალა, ერთი გარემოვაჭრე დღეში რა თანხას შოულობს? ხელისუფლება იმისთვისაა, რომ ეს ფაქტორები შეისწავლოს და მოძებნოს ოპტიმალური გამოსავალი.

 

- როგორ შეაფასებთ „რუსთავი2"-ში წილების გადანაწილების პროცესს?

 

- გულწრფელად რომ გითხრათ, სრულიად შემთხვევით გადავრთე და შევესწარი ამ პროცესს. თავიდან მეგონა, რომ რაღაც შოუ იყო, რადგან სერიოზულად ვერ აღვიქვი. ჩემთვის საერთოდ გაუგებარი რამ იყო და მგონია, რომ თავადაც არ სურთ იმის გახსენება, იქ რაც ხდებოდა.  ვერ ვნახე ვერცერთი არგუმენტი, რაც ამ იდეის პირდაპირ ეთერში რეალიზებას „რუსთავი 2"-ს რაიმეთი წაადგებოდა. მგონია, რომ ვიღაცას ეს იდეა ნაჩქარევად მოუვიდა და ეგრევე განახორციელა. ეს იყო საშინელება.

 

- მიგაჩნიათ თუ არა  წინასაარჩევნო პიარკამპანიად  პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია"?

 

- საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკმაოდ შორია. ამის პირდაპირ დაკავშირება საპრეზიდენტო არჩევნებთან, არამგონია, გამართლებული იყოს. მეორე მომენტია, რომ მოიძებნა თემა, რომლითაც მარგველაშვილს შეუძლია, თავისი არსებობის თუ ფუნქციონალობის დამკვიდრება მოახდინოს.მოხდა საკონსტიტუციო რეფორმის აქტუალიზაცია.აჟიოტაჟი, რომელიც ამ თემის გარშემო ატყდა, ვფიქრობ, რომ კარგია, რადგან ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას გამოადგება და ვიცხოვროთ კონსტიტუციურ რეჟიმში.

 

- პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 7 აპრილს გამოვა...

 

- არ მგონია, რომ ყოველ წელს პრეზიდენტმა ასეთი მოხსენებები უნდა აკეთოს. იმიტომ, რომ  პრეზიდენტს პროცესებზე ზემოქმედების არანაირი საშუალება არ აქვს.შეფასება ნეიტრალური მხრიდან რას ნიშნავს? დაუწუნოს მთავრობას, რას აკეთებს თუ მოუწონოს?! დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან იქნება ზოგადი საუბარი. პრეზიდენტის გამოსვლა იქნება ერთი და დებატები, რომელიც ამ გამოსვლას მოჰყვება -მეორე. თემატურად ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

 

 

-არსებობს ინფორმაცია, რომ 7 თვითმმართველქალაქს შესაძლოასტატუსი გაუუქმდეს. ეთანხმებით თუ არა ამ იდეას?

 

- თვითმმართველობა, ისევე როგორც სახელმწიფო მოწყობა, უნდა იყოს ერთ კონტექსტშიგააზრებული, სხვაგვარად ჩვენი ცალკეული მუხლების, ცალკეული ქალაქების გამოცხადებით თუ არგამოცხადებით, შედეგს ვერ მივაღწევთ. არ შეიძლება,ბიუროკრატიის გაზრდის გზით შევქმნათ სამუშაო ადგილები, ეს კრიზისამდე მიგვიყვანს. უნდა მოხდეს ერთიანობაში გააზრება და იქიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ბიუროკრატია.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner