logo_geo
eng_logo
ოკუპანტებმა გალის რაიონში სოფლებს შორის გადაადგილება შეზღუდეს
- +

8 აპრილი. 2017. 23:48


 


რუსი ოკუპანტები გალის რაიონის სოფლების საზღვრებზე დგანან და ერთი სოფლიდან მეორეში მოსახლეობას დოკუმენტების წარდგენის გარეშე არ უშვებენ.


ამის შესახებდ „პირველს" გალის რაიონიდან ადგილობრივებმა აცნობეს.


გალელების ცნობით, რუსი ოკუპანტები ადგილობრივი მოქალაქეების დოკუმენტების მონაცემებს მათ ხელთარსებულ ბაზაში ამოწმებენ. თუ ადგილობრივს საბუთი არ აღმოაჩნდა, მათ სურათებს უღებენ და მილიციაში გადაჰყავთ, საიდანაც ჯარიმის საფუძველზე უშვებენ.


რაიონის მასშტაბით ეთნიკურად ქართველების გადაადგილების კონტროლი ე.წ. არჩევნების შემდეგ გამკაცრდა, აცხადებენ ადგილობრივები.


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ქართველებს ახალი სამართლებრივი სტატუსი მარტის ბოლოდან მიანიჭა. გადაწყვეტილების მიხედვით, გალის რაიონში მაცხოვრებლებლებს დროებითი მაცხოვრებლის სტსტუსის აღმნიშვნელი ე.წ. დოკუმენტი გადაეცემათ.


შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს დე-ფაქტო მთავრობის სხდომაზე მიიღეს.


ე.წ. მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ლაშა ცაავას განმარტებით, დროებითი მაცხოვრებლის სტატუსი არის დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არ მქონე პირებზე გაიცემა. აღნიშნული დოკუმენტით ზემოხსენებული სტატუსის ადამიანები შეძლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებას და ე.წ. საზღვრებზე თავისუფლად გადაადგილებას.


დე-ფაქტო შს მინისტრის ასლან კობახიას თქმით, „ეს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი არ არის".


მისი განმარტებით ამით გადაწყდება აფხაზეთის მოქალაქეებისა და ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეობის არ მქონე პირთა საკითხი.


„გალის რაიონის მცხოვრებლებისათვის დოკუმენტების გაცემით, ჩვენ მივცემთ ხალხს შესაძლებლობას დამშვიდდეს და მათ სამართლებრივ სტატუსს განვსაზღვრავთ", - განაცხადა კობახიამ.

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ყველა რაიონში დე-ფაქტო შს სამინისტრო მზად არის აღნიშნული დოკუმენტის გასაცემად.


ამჟამად გალის რაიონში მცხოცვრები ეთნიკურად ქართველები ე.წ. დოკუმენტ ფორმა ცხრას ფლობენ, რითაც ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიპყრო. შემდეგ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner